ფეხბურთი

10:12 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი რუნი

ევრო2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინა ტურში უეინ რუნიმ თავისი 49-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ინგლისელთა ლეგენდარულ ფეხბურთელ ბობი ჩარლტონს დაეწია. გუშინ კი “უემბლიზე” შვეიცარიელთა წინააღმდეგ გამოსვლისას “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა პენალტი ზუსტად შეასრულა, ინგლისის უპირველესი გუნდის მაისურათი 50-ედ გამოიჩინა თავი და მშობლიური ქვეყნის ნაკრების უპირველესი გოლეადორი გახდა.

ინგლისმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით მერვე გამარჯვება იზეიმა (შვეიცარიას 2:0 მოუგო, რუნის გარდა კი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა), ნამატჩევს გასახდელში კი მოგებაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის რეკორდს ხარობდნენ და ზეიმობდნენ. თანანაკრებელებმა რუნის ოვაცია მოუწყვეს, ალბიონელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კი უეინს 50 ნომრიანი მაისურა უსახსოვრა.

“ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 30 წლის შესრულებამდე გავხდი – ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. სიხარულისა და სიამაყის გრძნობით ვარ აღვსილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაკრებში შედეგიანობას ვუკელი, მაგრამ ჰოჯსონის დამრიგებლად მოსვლის შემდეგ გოლების გატანა მაღალი ინტენსივობით განვაახლე. მადლობა მისტერ როის, თამაშის დროს თავისუფლებას რომ მანიჭებს”, - განაცხადა რუნიმ მილოცვების მიღების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11876