ფეხბურთი

20:15 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ბრავო “ატლეტიკოსთან” ვერ დაეხმარება

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-3 ტურში, “ბარსელონას” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოსთან” ჩასატარებელ შეხვედრაში მეკარე კლაუდიო ბრავო დააკლდება.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა.

ის “ატლეტიკოსთან” მატჩს ნამდვილად გამოტოვებს, ხოლო მოედანზე დაბრუნების ვადა, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმების მერე გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში, ბრავომ “ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში გერმანელი მარკ- ანდრე ტერ შტეგენი შეავიწროვა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის სასტარტო ორ მატჩში მან ითამაშა.

0.118022