ფეხბურთი

18:21 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე და ანიელი უეფას აღმასკომში იმუშავებენ

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე და ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი უეფას აღმასრულებელ კომიტეტში შევლენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მომავალ კვირაში რუმენიგე და ანიელი უეფას აღმასკომის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ, რომელიც მალტაზე გაიმართება.

უეფას ორივე კანდიდატურა ევროპის კლუბების ასოციაციამ წარუდგინა, რომლის პრეზიდენტად ცოტა ხნის წინ რუმენიგე კიდევ ორი წლით აირჩიეს.

0.115038