ფეხბურთი

9:04 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოაჰიმ ლიოვი: “მიულერს მეექვსე გრძნობა აქვს”

ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში გერმანიის ფედერაციული ნაკრებმა გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდია დიდწილად თომას მიულერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაამარცხა (3:2). მიუნხენის “ბაიერნის” წევრმა ორჯერ გაუტანა სკოტების მეკარეს, ილკაი გუნდოგანს კი შედეგიანი გადაცემა შეუსრულა.

“მიულერი მეექვსე გრძნობითაა დაჯილდოებული. მისი მოქმედება და ფიქრი გატანილ გოლებსა და მოგებას დასტრიალებს. ეს ღვთისგან დანათლებულია და ამის სწავლა-ათვისება შეუძლებელია”, - განაცხადა ნამატჩევს “ბუნდესმანშაფტის” მთავარმა მწვრთნელა იოაჰიმ ლიოვმა და დასძინა: “შოტლანდიის ძლევით მოხარული ვარ. ამ ნაკრების დამარცხება ყოველთვის მეტად რთულია, რაც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ორმა შეხვედრამაც დაადასტურა. მასპინძლები ბოლომდე გააფრთრებულები იბრძოდნენ. ეს ხომ პრაქტიკულად შოტლანდიის ბოლო შანსი იყო”.

8 ტურის შემდეგ ევრო2016-ის D შესარჩევ ჯგუფს 19 ქულით გერმანია ლიდერობს, ალემანებს 2 ქულით პოლონეთი ჩამორჩება, მესამეზე კი 15 ქულით ირლანდიაა. გუშინდელი წაგებით შოტლანდია მოწინავე ტრიოს საგრძნობლად ჩამორჩა – გორდონ სტრაჩანის გუნდი 11 ქულით მეოთხეა. მომდევნო ტურში ირლანდია დუბლინში გერმანელებს უმასპინძლებს, შოტლანდია კი გლაზგოშო პოლონეთს დაუხვდება. აქვე მოგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფის მონაწილე საქართველო 8 ოქტომბერს გიბრალტარს შეხვდება და მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში დიდი ალბათობით მესამე მატჩს მოიგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118105