ბრემენის “ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო დაუბრუნდა. სამხრეთამერიკელმა “მუსიკოსებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელი “ბაიერნიდან” ყოფილ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
პისარო “ვერდერის” რიგებში 1999-2000, 2000-01, 2008-2012 წლებში თამაშობდა და 220 მატჩში 126 გოლი გაიტანა.