ფეხბურთი

18:18 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა “დუისბურგში” ითამაშა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა “დუისბურგმა” ამხანაგური მატჩი ერიკ გერეტსის ლიეჟის “სტანდარდთან” გამართა. ბელგიელთა გამარჯვებით დასრულებულ მატჩში მონაწილეობა 20 წლის ლაშა დვალმა მიიღო. ქართველი მცველი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ბელგიელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ ლაშა დვალი მცირე ხნის წინ “დუისბურგის” ფეხბურთელიგახდა, გერმანული კლუბის მაისურით ოფიციალური მატჩში კი ჯერ მონაწილეობა არ მიუღია.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას, რომელიც ლიეჟის “სტანდარდის” პრესსამსახურმა მოამზადა.

https://www.youtube.com/user/standardliegefc/videos

თეგებილაშა დვალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11482