საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი „რუსთავი“ ახალი, 2015-16 წლების სეზონისათვის მზადებას შეუდგა.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა განუცხადა.
„გუნდი ლეგიონერებთან - ჰაიდენ ჰამსთან და ტერენს ოგლზბისთან ერთად, ლევან ცეკვავამ, აკაკი დვალიშვილმა, დავით გუგავამ და ჟოლივეტ ტუჯანმა დატოვეს. მათ ნაცვლად კი, „რუსთავის“ ახალგაზრდული გუნდიდან ერეკლე ლორთქიფანიძე, თორნიკე ქიტოშვილი, გიორგი მდივანი და გიგი გოგობერიშვილი დავიმატეთ“ - გვითხრა ბერუაშვილმა.
უახლოეს დღეებში მიხეილ ბერუაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.