ლეო მესის რეკორდებსა და მიღწევებს ბოლო არ უჩანს. “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა კიდევ ერთი ფენომენალურ შედეგს ალბისელესტესა და ბოლივიელთა მატჩის დროს მიაღწია.
აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჩატარებული შეხვედრა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა დამაჯერებლად, 7:0 მოიგეს. მესი მინდორზე ასპარეზობის 65-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენილ სათამაშო დროის განმავლობაში დუბლის გახერხება მოასწრო. ბოლივიელთა კარში პირველი გატანილი ბურთის წყალობით მესი პირველი არგენტინელი გახდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (კონმებოლი) ათივე წევრის ნაკრების კარის დალაშქვრა მოახერხა.
ლეო მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს და პატაგონიელთა ეროვნული გუნდის თეთრ-ცისფერი მაისურათი ჩატარებულ 104 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი.