ფეხბურთი

22:56 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორდონ სტრაჩანი: “გოლის გაშვების შემდეგაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ქულის წაღება”

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი საქართველოსთან ევროშესარჩევი მატჩის წაგებით (0:1) იმედგაცრუებული გახლდათ. შოტლანდიელთა თავკცი მიიჩნევდა, რომ საქართველოდან ქულის წაგება შეიძლებოდა.

გორდონ სტრაჩანი: “ჩემი აზრით, რაც დღეს ვაჩვენეთ გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ გახლდათ. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. გოლის გაშვების შემდეგაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა თბილისიდან ქულის წაღება. არასოდეს ისე არ მიდის საქმე როგორც გვინდა ხოლმე. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ წაგებით. სატურნირო თვალსაზრისით საქმე გავირთულეთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვიბრძოლოთ.

მეტოქე გუნდის მეკარეს რთული ბურთის აღება არ მოუწია და ეს ცუდი ფაქტია. არ შეიძლება საჯარიმოში მხოლოდ კარგი ბურთი ჩააწოდო, მთავარი მომენტების შექმნაა. ცუდ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ, თუმცა ჩვენ სასიკეთოდ ყველაფერს გამოვასწორებთ.”

“დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე არნემის “ვიტესის” შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მომდევნო შეხვედრას შოტლანდიელები გლაზგოში “ჰამპდენ პარკზე” გერმანიის წინააღმდეგ 7 სექტემბერს გამართავს.

1. გერმანია 7 5 1 1 17:4 16
2. პოლონეთი 7 4 2 1 20:4 14
3. შოტლანდია 7 3 2 2 12:7 11
4. ირლანდია 7 2 4 1 12:5 10
5. საქართველო 7 2 0 5 5:13 6
6. გიბრალტარი 7 0 1 6 1:34 1
0.118358