ფეხბურთი

17:49 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნომერი დანი ხარკეს ხსოვნის პატივსაცემად...

იტალიის სერია A-ს ბინადარმა ფლორენციის “ფიორენტინამ” ესპანელი ნახევარმცველი ხუან ვერდუ წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელი ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების გუნდ “ბანი იასში” თამაშობდა და “იებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

32 წლის ვერდუ ფლორენციაში 21 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მან თავისი გარდაცვლილი თანაგუნდელის დანი ხარკეს ხსოვნის პატივსაცემად აირჩია.

“21 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ მახსოვს ჩემი ყოფილი კაპიტანი დანი ხარკე – ისიც ამ ნომრით თამაშობდა და 6 წლის წინ ფლორენციაში, კოვერჩანოს ბაზაზე გარდაიცვალა, სადაც მეც ვიყავი. მე დავბრუნდი იქ, სადაც ამ ტრაგედიას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევესწარი”, - აღნიშნა ვერდუმ.

ვეტერან ფეხბურთელს სამშობლოში ლა კორუნიის “დეპორტივოს”, “ესპანიოლისა” და სევილიის “ბეტისის” რიგებში უთამაშია.

0.1131