ფეხბურთი

12:11 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” ცარიელი ტრიბუნით დასაჯეს

სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩში ტურინის “იუვენტუსი” “კიევოს” უმასპინძლებს და ვერონელებთან მატჩის მსვლელობისას “ბებერი ქალბატონის” ფანატთა ტრიბუნა “კურვა სუდი” ცარიელი იქნება. “ბიანკონერი” თანაქალაქელ “ტორინოსთან” წინა ჩემპიონატში ვაიგულშემატკივრის მიერ ნასროლი შაშხანის გამო დასაჯეს.

“იუვენტუსმა” ტრიბუნის დისკვალიფიკაცია არაერთხელ გაასაჩივრა, აქაოდა, ხულიგანი ქომაგი დროულად აღმოვაჩინეთ და სათანადოდაც დავსაჯეთო, მაგრამ ტურინელთა აპელაცია უშედეგო გამოდგა. “შავთეთრები” აპირებენ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართონ, რათა ხსენებულ ტრიბუნაზე ფეხბურთის მოყვარულ ბავშვებს მატჩზე უფასოდ დასწრების ნება დართონ.

“იუვენტუსისა” და “კიევოს” შეხვედრა ლიდერ-აუტსაიდერის დაპირისპირება იქნება – სერია A-ს სასტარტო 2 მატჩში ვერონელებმა იმარჯვეს, ტურინელებს კი აქტივში ჯერჯერობით ქულა არ აქვთ.

0.116572