იტალიის ნაკრებმა ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სტადიონზე ევროშესარჩევ მატჩში მალტელთა წინააღმდეგობა მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს გრაციანო პელეს გოლით გატეხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “სკუადრა აძურას” დამრიგებელი ანტონიო კონტე დიდად გახარებული არ გახლდათ, თუმცა, შედეგით კმაყოფილი დარჩა.
“ჩვენი ამოცანა 3 ქულის აღება იყო და ეს შევძელით. სამწუხაროდ, ბევრი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ. მეტად დაბალანსებულ ჯგუფში მოვხვდით და სასიხარულოა, პირველ ადგილზე რომ ვართ. ვიმედოვნებ, ბულგარეთსაც ვძლევთ და საფრანგეთის სტადიონებზე მომავალ წელს თამაში რეალური გახდება”, - განაცხადა კონტემ კუნძულელთა დამარცხების შემდეგ.
7 ტურის შემდეგ H შესარჩევ ჯგუფს იტალია 15 ქულით ლიდერობს. “სკუადრა აძურას” ქულით ხორვატია, ორით კი ნორვეგია ჩამორჩება.