ფეხბურთი

9:24 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადებაიორი “მამლების” განაცხადს მიღმა

ჩრდილოლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ტოგოელი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და არც საშინაო ასპარეზობებში აპირებს აფრიკელის მინდორზე გაყვანას. გასული ზაფხულის განმავლობაში “დეზებიანი მამლები” ემანუელის გასხვისებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ადებაიორის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილს “ბირმინგემის” “ასტონ ვილა” და აღმოსავლეთ ლონდონის “ვესტ ჰემი” გამოთქვამდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ეს ტრანსფერები არ შედგა. არაა გამორიცხული ტოგოელი ფორვარდი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სხვაგან საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდეს.

ადებაიორი 2016 წლის მაისში თავისუფალი აგენტი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105508