ფეხბურთი

9:03 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიის ტრიუმფი და ჰოლანდიის უიღბლობა

ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში ჰოლანდიის ნაკრები “ამსტერდამ არენაზე” ისლანდიასთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე პენალტით კუნძულელთა ლიდერმა გილფი სიგურდსონმა გაიტანა და ისლანდიელებმა კონტინენტის პირველობის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს.

ჰოლანდიელთა უიღბლობა კი მხოლოდ მარცხით არ შემოფარგლულა. ასპარეზობის 31-ე წუთზე ფეხის ტრავმის გამო მინდორი დატოვა “ტიტების ქვეყნის” ჰავბეკმა არიენ რობენმა. ნამატჩევს ბენილუქსელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს დანი ბლინდს 32 წლის მოთამაშის დაზიანების სერიოზულობაზე ჰკითხეს. დამრიგებელმა ტრავმის ხარისხი ვერ შეაფასა, მხოლოდ ისღა დაადასტურა, რომ რობენი ჰოლანდიელთა მომდევნო საკვალიფიკაციო შეხვედრას თურქეთთან გამოტოვებს.

ისლანდიასთან მატჩს რაც შეეხება, 33-ე წუთზე არბიტრმა ბრუნო მარტინს ინდი გააძევა და საათი სათამაშო დროის განმავლობაში მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116161