დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა “US Open”-ის 1/32-ფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა, რაც რაფასთვის ერთეულთა თანრიგში კარიერაში 750-ე გამარჯვება გახლავთ. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მოგებული თამაშების რაოდენობით, ესპანელს მხოლოდ როჯერ ფედერერი უსწრებს, რომელსაც კარიერის განმავლობაში კორტი გამარჯვებულმა 1042-ჯერ დატოვა.
გთავაზობთ 10 საუკეთესო ჩოგბურთელს ATP-ის ტურში გამარჯვებების მიხედვით:
- ჯიმი კონორსი - 1254 გამარჯვება
- ივან ლენდლი – 1071
- როჯერ ფედერერი – 1042
- გილერმო ვილასი – 928
- ჯონ მაკინროი – 875
- ანდრე აგასი - 870
- სტეფან ედბერგი – 801
- ილიე ნასტასე - 774
- პიტ სამპრასი – 762
- რაფაელ ნადალი - 750
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 662