“მანჩესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა ელიაკიმ მანგალამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯრის დროს “ვალენსიას” წინადადებას უარით უპასუხა.
“მათ სურდათ განათხოვრების წესით ერთი სეზონი “ვალენსიაში” მეთამაშა, თუმცა მე კმაყოფილი ვარ მანჩესტერში ყოფნით და კლუბის დატოვება სწორ გადაწყვეტილებად არ მივიჩნიე”, – განაცხადა ფრანგმა.
მანგალამ პირველი პროფესიული კონტრაქტი ლიეჟის “სტანდარტთან” გააფორმა. 2011-14 წლებში “პორტუსთვის” თამაშობდა, 2014 წლიდან კი ინგლისური კლუბის ფეხბურთელია.