ჭადრაკი

13:18 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შორის

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა 20-წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატის საზეიმო გახსნა 1 სექტემბერს გაიმართა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება და მასში მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის 100 მოჭადრაკე მიიღებს. გამარჯვებულები მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.

ქვეყნის ღირსებას ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონები: ნინო ხომერიკი (2296) და ირაკლი ბერაძე (2380) დაიცავენ.

პირველ ტურში ხომერიკმა თეთრი ფიგურებით ინგლისელ ჰოარე არმი (2088) დაამარცხა, ხოლო ბერაძე შავებით აზერბაიჯანელ დიდოსტატ ულვი ბაჯარანს (2535) დაუზავდა.

0.115784