ფეხბურთი

16:19 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას სურს, ჯვარი რომის პაპმა დაწეროს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 30 წლის უმცროს მეგობარ გოგონაზე დაქორწინებას აპირებს. ამის შესახებ არგენტინული გაზეთი Muy იუწყება.

მარადონას რჩეული 24 წლის როსიო ოლივაა, რომელსაც 2 წელია უკვე ხვდება. დონ დიეგო დაქორწინებას იტალიის ქალაქ რომში აპირებს და სურს, რომ ჯვარი რომის პაპმა ფრანცისკმა დაწეროს, რომელიც არგენტინელია.

ამჟამად, მარადონა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად დუბაიში ისვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113618