საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ სუპერლიგის მონაწილე ,,ქუთაისი 2010’’-თან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,ქუთაისი 2010’’-ის პრეზიდენტმა ზვიად ცერცვაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოისამ ქუთაისში პირველი სეზონი 2014-2015 წლებში ჩაატარა. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა , ბოისას ,,ქუთაისი-2010“-ში გადასვლა უიღბლო გამოდგა, რადგან გუნდმა არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ცუდი შედეგი აჩვენა. რამდენიმე ტურნირიდან ერთიც ვერ მოიგო, ხოლო ეროვნული ჩემპიონატზე 8 გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად , ანატოლი ბოისასა და კლუბის თანამშრომლობა მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდა.