მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა კატეგორიულად უარყო ხმა იმის თაობაზე, თითქოს “რეკორდმაისტერის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მიმდინარე სეზონს ტრავმის გამო გამოტოვებს. ზამერმა Bild-ის კორესპონდენტს შემდეგი განუცხადა:
“ვერ გეტყვით, ვინ ავრცელებს არასწორ ცნობას. ფრანკის ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება. მართალია, რიბერის დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ – ფრანკი საამსეზონოდ მწყობრში ჩადგება”.
შეგახსენებთ, რიბერიმ ფეხის სერიოზული ტრავმა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების მერვედფინალში დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. იმ მატჩში ბავარიელებმა დონბასელები 7:0 დაჯაბნეს.