ფეხბურთი

9:55 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელით კმაყოფილი გალიანი

25 წლის მარიო ბალოტელი პაუზის შემდეგ “მილანში” დაბრუნდა – იტალიელი ფორვარდი “როსონერიმ” “ლივერპულიდან” იჯარის წესით დაიმატა და საქმისადმი დამოკიდებულებით მილანელთა ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კმაყოფილი დატოვა.

“მარიო ძალიან შეიცვალა. ის პირველი მოდის ვარჯიშზე და წვრთნას პარტნიორებზე გვიან ასრულებს. სინიშა მიხაილოვიჩი მოთამაშეებს სასაუზმოდ მისვლას 8.30-ზე სთხოვს, მარიო კი სასადილოში ნახევარი საათით ადრე ცხადდება. ბალოტელი მიხვდა, რომ ბოლო შანსი მიეცა და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ სურს. მისი ტალანტი არასდროს იწვევდა ეჭვს და თუკი საქმეს სერიოზულად და მაღალპროფესიულად მიუდგა, მარიოს წინ ბრწყინვალე სეზონი ელის”, - უთხრა გალიანიმ შკყ-ის რეპორტიორს.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელი 2013-14 წლების სეზონში გამოდიოდა “მილანში” და შავწითელი მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

0.113101