ფეხბურთი

19:35 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იელავიჩი და მოზესი “ვესტ ჰემისთვის” შეუტევენ

ხორვატი თავდამსხმელი ნიკიცა იელავიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში “ჰალ სიტიში” ირიცხებოდა, ლონდონის “ვესტ ჰემში” გადავიდა. ამის შესახებ ლონდონური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ხორვატიის ეროვნული გუნდის ფორვარდმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის იელავიჩმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ გუნდს შეუერთდა.

გასულ სეზონში, იელავიჩმა ინგლისის პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

მის გარდა, “ვესტ ჰემმა” ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ მოზესი, რომლის სატრანსფერო უფლებები “ჩელსის” ეკუთვნის, ერთწლიანი იჯარით აიყვანა.

0.118019