ჩოგბურთი

11:50 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფას რევანში და მეორე წრე

სადღეისოდ რეიტინგსიის მერვე ნომერმა რაფა ნადალმა ამერიკის ღია პირველობის სასტარტო მატჩში 18 წლის ხორვატი ბორნა ჩორიჩი 6:3, 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა. მეორე წრეში რაფა არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება.

რეიტინგში 33-ე საფეხურზე მყოფი 18 წლის ბალკანელის ძლევას მალიორკელმა 2 საათი და 47 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 5 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა. 29 წლის ნადალმა ჩორიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში 1:1 გახადა.

“ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე, პირველი 2 სეტი კი სულაც მაღალ დონეზე ჩავატარე. შემდეგ ცოტათი დავიღალე, რაც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. მუცლის პრობლემის გამო თავს იდეალურად ნამდვილად არ ვგრძნობდი. მეოთხე პარტიაში ყველაფერი თავის ადგილას დადგა, კვლავ აგრესიულად ავთამაშდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ვიზეიმე”, - განაცხადა რაფამ ნამატჩევს.

0.118899