ფეხბურთი

18:47 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლესკოტი “ასტონ ვილაში” ითამაშებს

ჯოლეონ ლესკოტი, რომელმაც მიმდინარე სეზონი “ვესტ ბრომვიჩში” დაიწყო, კარიერას ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

ლესკოტის ტრანსფერის სანაცვლოდ “ვესტ ბრომვიჩი” ორ მილიონ გირვანქა სტერლინგამდე მიიღებს. 33 წლის ფეხბურთელი სამშაბათს ბირმინგემში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ, მის შეძენას “ასტონ ვილა” ოფიციალურად დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ლესკოტი “ვესტ ბრომვიჩში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.

0.117725