ფეხბურთი

18:28 | 1.09.2015 | ნანახია 1089 - ჯერ

გროსკროიცმა “დორტმუნდს” “გალათასარაი” არჩია

კევინ გროსკროიცმა დორტმუნდის “ბორუსია” დატოვა და თურქულ გრანდ “გალათასარაიში” ითამაშებს. ამის შესახებ 27 წლის ფეხბურთელმა თავის ფეისბუქში დაწერა.

გროისკროიცი იუწყება, რომ სამშაბათს სტამბოლში ჩავა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით ორი მილიონი ევროა.

გროსკროიცს “ბორუსიადან” წასვლა თავად სურდა, რადგან სასტარტო შემადგელობაში სტაბილურად თამაშის გარანტია არ ჰქონდა. გასულ სეზონში, მან დორტმუნდელთა რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:13 | 01.09.2015
gerard888 (1536)

ატლე პირველი ადგილით და მეორესთვის ბენფიკა და გალა სერიოზულად იბრძოლებენ.ასტანა გავა მეოთხეზე ესეც ეყოფათ მაგათ

21:12 | 01.09.2015
gerard888 (1536)

გალა უნდა გავიდეს ლიგის ჯგუფიდან.

20:15 | 01.09.2015
maestro10 (13745)

ოსმალეთში რა გინდა ბიჭოო

20:00 | 01.09.2015
deqstera_best_7 (1964)

გროსკროიცი-ბლაშიკოვსკი წავიდნენ, რაც ჩემი აზრით იანუზაის დამატების არის განპირობებული და იმედია შეძლებს და როისთან ერთად საუკეთესო წყვილს შექმნის!!

ეს ერთი წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს დორტმუნდში პროგრესისთვის და იუნაიტედში უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად დაბრუნდეს!!!

19:51 | 01.09.2015
Chat shit get banged (1127)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=yRGVGsI9r44')>0?'https://www.youtube.com/watch?v=yRGVGsI9r44':'https://www.youtube.com/watch?v=yRGVGsI9r44'))

19:02 | 01.09.2015
drogba_<3 inter (23926)

შენ გენაცვალე რა მაგარი ტრანსფერია მაგრად მევასებოდა ეს დორტმუნდიდან ეხლა არდაზე მიდის ბაზარი უნდა დააბრუნონ გალაშიო ვნახოთ იჯარის წესითო

19:03 | 01.09.2015
drogba_<3 inter (23926)

გალა მაგარი გუნდი იქნება აი ნახავთ ლიგაზე პოდოლსკიც ნიჩევო თავდამსხმელია და ბურაკ ილმაზიც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122381
სარეკლამო ადგილი - 99
X x X