პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი ესპანელი სერხიო რამოსი დააყენა. ამასთან, ეს უკანასკნელი “ბლანკოსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი არაა და მადრიდელთა უკანასკნელი 2688 მატჩის და 50 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ სანტიაგო ბერნაბეულთა შორის “რეალში” დაფრთიანებულმა არცერთმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
ანდალუსიის “ბეტისის” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის განაცხადში ბენიტესმა მადრიდელთა კლუბის აღზრდილები დანი კარვახალი, კიკო კასილია და ხესე კი შეიყვანა, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ამ ტრიოდან მინდორზე არავინ გაუყვანია.