ფეხბურთი

22:25 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკერინი სამშობლოში დაბრუნდა

ლონდონის “სანდერლენდის” იტალიელი ფეხბურთელი ემანუელე ჯაკერინი კარიერას “ბოლონიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი წერს. 30 წლის ნახევარმცველი “რენატო დალ არაზე” იჯარით სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.

ჯაკერინი ბოლოს იტალიაში ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა, საიდანაც 2013 წელს “შავ კატებს” შეუერთდა, თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

0.112454