გერმანიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის ფლემინგმა ევრობასკეტ-2015-ისთვის 12-კაციანი შემდაგენლობა დაასახელა.
გერმანიის 12-კაციანი შემადგენლობა: დირკ ნოვიცკი (“დალას მავერიკსი”), დენის შროდერი (“ატლანტა ჰოუქსი”), ტიბორ პლაისი (“იუტა”), ანტონ გავეილი, ჰეიკო შაფარჟიკი, პაულ ციპსპერი (სამივე “ბაიენი”), ნილს გიფი, ალექს კინგი (“ალბა”), მაოდო ლო (“კოლუმბია ლაიონსი”), კარსტენ ტადა (“ბამბერგი”), იოჰანეს ფოიგტმანი.
ევრობასკეტ-2015-ზე გერმანიის ეროვნული ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც “სიკვდილის” ჯგუფად არის შერაცხული. გერმანია თურქეთს, იტალიას, სერბეთს, ესპანეთს და ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.