ფეხბურთი

18:58 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ ერედივიზიონში გაიტანა (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-4 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა არნემის "ვიტესმა", რომლის ღორსებასაც ვალერი ყაზაიშვილი და გურამ კაშია იცავენ. არნემელებმა "კამბური" შინ 4:1 გაანადგურეს, ხოლო მატჩის 85-ე წუთზე ანგარიში 3:1 (VIDEO) მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გახადა. ეროვნული ნაკრების მცველისთვის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ეს პირველი გოლია.

"ვიტესის" ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. არნემელებს 4 ტურის შემდგომ აქტივში 7 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115122