კალათბურთი

17:11 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ სერბეთთან ორივე მატჩი წააგო

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ სერბეთთან საშინაო მატჩი 70:79 წააგო, სტუმრად კი მეტოქეს გაცილებით დიდი ბრძოლა გაუმართა და ოვერტაიმში 88:95 დამარცხდა.

სლოვენიამ ძირითადი ცენტრის – უროშ სლოკარის გარეშე ითამაშა, რომელიც სერბეთთან საშინაო შეხვედრაში დაშავდა და ჯერაც უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება. ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ სლოვენია მასპინძლებს მოხსნებში 37:44 ჩამორჩა, სამწამიანიდან აღებულ ქულებში კი – 24:40, თუმცა, გამარჯვებასთან მაინც ახლოს იყო.

როგორც ხშირად ხდება, სლოვენიელებმა აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთეს და 13 ზუსტი სამქულიანის წყალობით, ერთი პერიოდი 12 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ ჯარიმის გარეშე მასპინძელთა შეჩერება ძალიან უჭირდათ და სხვაობამაც შემცირება დაიწყო.

საბოლოოდ, სერბეთმა 51 (!) საჯარიმო ესროლა, საიდანაც 34 ჩააგდო და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანაც მოახერხა, იქ კი, არაქათგამოცლილ მოწინააღმდეგეს 11:4 აჯობა.

სერბების წინამძღოლობა მილოშ ტეოდოსიჩმა იკისრა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა) მიითვალა ნემანია ბიელიცამ, ხოლო მიროსლავ რადულიცამ 16 ქულა ჩააგდო.

სლოვენიელთაგან ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ზორან დრაგიჩს (13 ქულა, 9 მოხსნა), სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩენილმა იაკა ბლაჟიჩმა კი ნაკრებს 19 ქულა შესძინა და ყველაზე შედეგიანი იყო.

სლოვენიის ნაკრები ზაგრებისკენ გეზს 4 სექტემბერს აიღებს, უკვე ხუთში კი, ევრობასკეტის პირველ ტურში მასპინძელ ხორვატიას ეთამაშება.

სერბეთი – სლოვენია 95:88 (15:22, 23:20, 28:20, 18:22, 11:4)

სლოვენია: იოკსიმოვიჩი (13 წ. 6 ქ.), პრეპელიჩი (32 წ. 13 ქ. 4 მ. 6 პ.), ზ.დრაგიჩი (33 წ. 13 ქ. 9 მ. 3 პ.), ბალაჟიჩი (20 წ. 3 ქ.), დიმეცი (7 წ. 1 ქ.); რუპნიკი (11 წ. 2 ქ. 3 პ.), ბლაჟიჩი (27 წ. 19 ქ. 5 მ.), ნიკოლიჩი (10 წ.), ზუპანი (10 წ. 3 ქ. 3 მ.), ზაგორაცი (18 წ. 10 ქ.), ომიჩი (28 წ. 12 ქ. 3 მ.), კლობუჩარი (18 წ. 6 ქ. 6 მ.).

მწვრთნელი: იურე ზდოვცი.

0.116841