იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო. “იუვენტუსის” ექსდამრიგებლის რჩეულთა შორის მოხვდა ამერიკაში მოთამაშე ანდრეა პირლო და სებასტიან ჯოვინკო. სამაგიეროდ, ისევ არ გამოიძახა “მილანის” ახალწვეული მარიო ბალოტელი. ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კი ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.
“სკუადრა აძურას” შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), დანიელე პადელი (“ტორინო”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”, რუსეთი), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), მატია დე შილიო (“მილანი”), მანუელ პასკუალი (“ფიორენტინა”), ანდრა რანოკია (“ინტერი”)
ნახევარმცველები: ანდრეა ბერტოლაჩი (“მილანი”), დანიელე დე როსი (“რომა”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), მარკო პაროლო (“ლაციო”), ანდრეა პირლო (“ნიუ-იორკ სიტი”, აშშ), რობერტო სორიანო (“სამპდორია”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”)
თავდამსხმელები: ედერი (“სამპდორია”), სტეფან ელ შაარავი (“მონაკო”, საფრანგეთი”), მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”, აშშ), ჩირო იმობილე (“სევილია”, ესპანეთი), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ფრანკო ვასკესი (“პალერმო”), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”)
იტალიელები 3 სექტემბერს, ფლორენციაში მალტას დაუხვდებიან, ხოლო სამი დღის შემდეგ უკვე პალერმოში ბულგარელებს უმასპინძლებენ.