მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” 29 წლის გამოცდილი თურქი ცენტრი სემიჰ ერდენი დაიმატა. კალათბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com-ი ავრცელებს.
ერდენი “დარუშაფაკას” ღირსებას 2003-2004 წლების სეზონში იცავდა, ცენტრი “პარტიზანში”, “ფენერბახჩეში”, “კლივლენდ კავალიერსში”, და “ბოსტონ სელტიკსში” თამაშობდა.
განვლილ სეზონში ევროლიგაში ერდენი “ფენერბახჩეს” რიგებში საშუალოდ ერთ მატჩში 4.6 ქულას და 2.5 მოხსნას აკეთებდა.