ფეხბურთი

13:56 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეჭვაია “ცხინვალში” გადავიდა

“სამტრედიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს. ცხინვალელთა ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, ნახევარმცველმა ახალ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბეჭვაიამ 2014-2015 წლების სეზონში იმერული გუნდის მაისურით უმაღლეს ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე კი თამაში თბილისის “ვიტ ჯორჯიაში”, გორის “დილასა” და საჩხერის “ჩიხურაში” მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115156