“ზუგდიდის” ფანკლუბის ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, გუნდს ქობულეთის “შუქურადან” ორი ფეხბურთელი ზურაბ მალანია და თორნიკე თუხარელი დაემატნენ.
თუხარელი ამპლუით ნახევარმცველია და გასულ სეზონში “შუქურას” მაისურით უმაღლეს ლიგაში 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
2014/15 წლების სეზონში “შუქურას” რიგებში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა ზურაბ მალანიამ საქართველოს ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.