“ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბრაგას” აწ უკვე ყოფილი მცველი ადერლან სანტოსი კარიერას “ღამურების” რიგებში გააგრძელებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში პორტუგალიური გუნდის მაისურით სამხრეთამერიკელმა 41 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა. 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.