მიუნხენის “ბაიერნის” 31 წლის მცველმა ბრაზილიემა დანტემ “ვოლფსბურგთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “კიკერი” იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნი” დანტეს ტრანსფერის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს მიიღებს.
“ვოლფსბურგის” ბრაზილიელი მცველი ნალდო თანამემამულის გადასვლას მიესალმება.
“დანტე მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის აუცილებლად დაგვეხმარება”, - თქვა ნალდომ.