ფეხბურთი

13:57 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” და ტიაგომ გაახანგრძლივეს

მიუნხენის “ბაიერნი” და ესპანელი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა ურთიერთობას აგრძელებენ. 24 წლის ტიაგო “ალიანს არენაზე” 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება. ძველ ხელშეკრულებას ყავლი 2017 წელს გასდიოდა.

“ბედნიერები ვართ, რომ ტიაგომ “ბაიერნში” დარჩენა დიდი ხნით გადაწყვიტა. იგი ახალგაზრდაა და ჩვენი გუნდის მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა”, - თქვა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

ტიაგო ალკანტარა მიუნხენის გრანდში 2013 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის ორივე მატჩში ითამაშა.

0.117909