ფეხბურთი

12:48 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ახალ სამიზნეს ლისაბონში მიაგნო

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” შემტევ ნახევარმცველს გამალებით ეძებს. მარიო გიოტცეს, იულიან დრაქსლერისა და ისკო ალაკრონის ტრანსფერების ვერგაჩარხვის შემდეგ ტურინელთა თვალთახედვის არეში ლისაბონის “ბენფიკას” 27 წლის შემტევი ნიკოლას გაიტანი მოხვდა. ამის შესახებ პორტუგალიური ტელეკომპანია tvi24-ი გვამცნობს.

არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე იტალიელები პორტუგალიელებს შეთავაზებას უახლოეს ხანებში გაუკეთებენ, თუმცა ტრანსფერის სრული დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

გაიტანი “და ლუჟზე” 2010 წელს “ბოკა ხუნიორსიდან” გადაბარგდა. გასულ სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.139745