ფეხბურთი

20:21 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაიამ “შუქურა” დატოვა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ქობულეთის “შუქურა” მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია worldsport.ge-ს აჭარული გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაუდასტურეს.

სანაიამ გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქედის “ბეთლემთან” (4:3) გამარჯვების შემდეგ საკუთარი სურვილით დატოვა. ამის მიზეზი ოფიციალურად უცნობია, მაგრამ კულუარებში გავრცელებული ცნობის თანახმად, მის საქმიანობაში გუნდის ხელმძღვანელები ერეოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის 37 წლის სპეციალისტს.

სანაია “შუქურას” გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა. მანამდე კი სათავეში სხვადასხვა დროს თბილისის “ლოკომოტივს”, ხობის “კოლხეთს”, “ჭიათურას”, “მეტალურგსა” და “სამტრედიასაც” ედგა.

0.122207