“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი კარიერას სტამბულის “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სქაი სპორტი” წერს. 33 წლის კიპერი თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ვალდესი ინგლისურ გრანდში ერთი წლის წინ გადაბარგდა, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” ფეხი ვერ მოიკიდა. ბოლო დროს კი, “მანკუნიანელთა” მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან კონფლიქიტიც წარმოეშვა.
ვეტერანმა მეკარემ “იუნაიტედის” რიგებში 2 მატჩის ჩატარება მოახერხა.