მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას სილვა, რომლის მიმართაც ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენს, საფრანგეთის ლიგა 1-ში კარიერის გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.
Globoesporte-ის ცნობით, “სამეფო კლუბმა” და “მარსელმა” 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და გარიგებაც რამდენიმე დღეში დასრულდება.
სილვას სათამაშო პრაქტიკა უნდა, მაგრამ “რეალის” ნახევარდაცვაში იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. მის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენდა, მათ შორის ლისაბონის “სპორტინგი” და იტალიური “ნაპოლი”. ნახევარ სეზონში ლუკას სილვამ მადრიდელთა შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩში ითამაშა.