“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა საკუთარ გუნდს ვერც უახლოეს მატჩში დაეხმარება.
“წითელი ეშმაკები” ხვალ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ბელგიაში “ბრიუგეს” ეთამაშებიან და Sky Sports-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დე ხეას შეძენა მადრიდის “რეალს” უნდა, მაგრამ კლუბების ტრანსფერზე ჯერ ვერ თანხმდებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, დავიდის კონცენტრაცია საჭირო დონეს არ შეესაბამება და სანამ ის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, განაცხადს მიღმა დარჩება.
მიმდინარე სეზონში “მანჩესტერის” ძირითად მეკარედ არგენტინელი სერხიო რომერო იქცა.