სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ჟურნალისტებთან რევაზ არველაძის გარდა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ხელმძღვანელმა ვაჟა ჟვანია ისაუბრა. ხსენებული სუბიექტი ერთ-ერთია, რომელმაც დაარეგისტრირა რევაზ არველაძის კანდიდატურა.
“ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი შეხვდა რევაზ არველაძეს. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩვენი ორგანიზაცია რევაზ არველაძეს სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირებდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი მოისმენს ყველა იმ კანდიდატთა პროგრამებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად.
ვფიქრობ, რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებზე წინაა, მას უპირატესობა აქვს. ახლა კი ვნახოთ, ვინ მოისურვებს ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრას” – განაცხადა ვაჟა ჟვანია.
შეგახსენებთ, რევაზ არველაძე სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე სუბიექტმა დაარეგისტრირა. მათ შორის იყო ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი, რომელსაც ვაჟა ჟვანია ხელმძღვანელობს.