იტალიის სერია A-ს ბინადარ “სასუოლოს” ლიდერი დომენიკო ბერარდი ტრავმირებულია. 21 წლის შემტევი მოედანზე გასვლას მოდევნო 45 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის შესახებ “ნეროვერდის” ვებგვერდი იუწყება.
ბერარდიმ დაზიანება სერია A-ს პირველ ტურში “ნაპოლისთან” (2:1) მოგებულ მატჩში მიიღო. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლო გადაცემაც შეასრულა.
ბერარდის აქამდე იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 63 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე გადაცემა შესრულებული.