თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, რომელმაც განვლილი სეზონში ინგლისის “ლივერპულში” გაატარა, სამედიცინო შემოწმებას “მილანში” გადის. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი პეპე დი სტეფანო თავის “ტვიტერში” იუწყება. მან სოციალურ ქსელში 25 წლის იტალიელის ფოტოც განათავსა, რომელიც მილანში სამედიცინო კომისიაზე ჩავიდა.
მოსალოდნელია, რომ “ლივერპული” ბალოტელის “მილანში” ერთი წლით უფასოდ გაანათხოვრებს.
იტალიელი ფორვარდი “ლივერპულში” შარშან ზაფხულში სწორედ “მილანიდან” გადავიდა და მერსისაიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა.