ჩოგბურთი

23:15 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 87-ე ტიტული მოიგო

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ცინცინატში გამართული მასტერსის ტურნირი, როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.

როჯერ ფედერერმა ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც როჯერმა 7:1 იმაჯვა. მეორე სეტის სტარტზევე შვეიცარიელმა ბრეიკი შეასრულა, რაც ცინცინატის ტურნირის მეშვიდედ მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

შეხვედრა საათსა და 32 წუთში დასრულდა. ფედერერმა 7 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩს 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნოვაკს 9 მასტერსის ტურნირიდან რვა მოგებული ჰქონდა, მხოლოდ ცინცინატის მოგებაღა აკლდა. ჯოკოვიჩს ფედერერი რომ დაემარცხებინა, ერთეულთა თანრიგში ერთადერთი კაცი ჩოგბურთელი გახდებოდა ვისაც ცხრავე მასტერსი მინიმუმ ერთხელ მაინც ექნებოდა მოგებული. როგორც ჩანს ნოლე მომავალ წელს ეცდება აღნიშნული რეკორდის დამყარებას.

ფედერერმა ცინცინატის ტიტული მეშვიდედ აღმართა (2005, 2007, 2009, 2010, 2012, 2014, 2015). ხოლო კარიერაში ერთეულთა თანრიგში 87-ე ტიტული დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ღია ერაში ერთეულთა თანრიგში ტიტულებით ფედერერს ორი ჩოგბურთელი უსწრებს, ჯიმი კონორსი რომელსაც 109 ტურნირი აქვს მოგებული და ივან ლენდლი – 96 ტიტულით.

0.120882