ფეხბურთი

17:09 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეპე და "რეალი" ურთიერთობას განაგრძობენ

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ "სამეფო გუნდთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ მადრიდელთა ვებგვერდი იუწყება. 32 წლის მცველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. მას ძველი ხელშეკრულება გაისად ეწურებოდა.

ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი "რეალში" 2007 წელს პორტუგალიური "პორტუდან" გადავიდა და მას შემდგომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061802