ფეხბურთი

13:31 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: “შოკში ვიყავი”

ევროპა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში “დორტმუნდმა” “ოდ გრელანდი” სტუმრად 4:3 დაამარცხა. ნორვეგიელები 3:0 იგებდნენ და “ბორუსიამ” მატჩის შემოტრიალება შეძლო.

გერმანელთა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველი გოლით შოკში ჩავარდა, რადგან მოწინააღმდეგემ მის გუნდს ძალიან მარტივად გაუტანა.

“უბრალოდ შოკში ვიყავი, როგორ მარტივად გაგვიტანა “ოდ გრელანდმა”. ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში განადგურებული იყო, ფიზიკურადაც და მორალურადაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ 0:3 უკვე წაგებული მატჩი არაა. ვფიქრობდი, რომ დიდებულ მოგებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ შედეგსაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ მეორე მატჩსაც მოვიგებთ.” – განაცხადა ტუხელმა.

პირველი გოლი მე-14 წამზე იონ სამუელსენმა გაიტანა და ევროპა ლიგის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორთა სიაში მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციას კი ვიტოლო იკავებს, რომელმაც “ვილიარეალს” 13,12 წამზე გაუტანა.

0.116734