იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” ლეგა პროში დაქვეითებული “კატანიას” სლოვაკი მცველი ნორბერტ გიომბერი გაიფორმა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. 23 წლის ფეხბურთელი რომში მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
“რომა” მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეული გუნდია და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით” – ამბობს სლოვაკი მცველი.
გიომბერი იტალიაში 2013 წელს ჩავიდა, როცა სიცლიური “კატანიას” მაისური მოირგო. მას სერია A-ში 18 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.