ფეხბურთი

16:32 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პედრო “ჩელსის” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს. ამის შესახებ “არისტოკრატთა” ვებგვერდი იუწყება.

28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისურ გრანდს 28 მილიონი ევრო დაუჯდა. კატალონიელმა შემტევმა ახალი გუნდის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთვის ამაღელვებელი მომენტია. მადლობა გუნდს მხარდაჭერისთვის და “ჩელსის” მაისურის ჩაცმის უფლების მოცემისთვის”, - თქვა პედრომ.

პედროს აქამდე “ბარსელონას” გარდა, სხვა კლუბში არ უთამაშია. მთავარ გუნდში დებიუტი მას 2008 წელს ჰქონდა. “ჩელსიმდე” მას მეორე ინგლისურ გრანდ “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110083